არქივი23 მარტი, 2024, 06:28
მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა - რუსული მედია
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, ღამით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული პირენი შეიჭრნენ და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.