არქივი23 მარტი, 2024, 14:41
მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.