მოსკოვში საბჭოთა კავშირის გენსეკი დააკავეს

მოსკოვში საბჭოთა კავშირის გენსეკი დააკავეს
არ მოგესმათ – მოსკოვში ძალოვნებმა სექტა “საბჭოთა კავშირის მოქალაქეების” ლიდერი – “საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი” დაიჭირეს, ვლადიმერ კორიაკინი.
მას ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კორიაკინის ხელმძღვანელობით მოქმედი სექტის წევრები უარყოფენ საბჭოთა კავშირის დაშლას და უარს ამბობენ კომუნალური გადასახადების გადახდაზე, რადგან არ აღიარებენ რუსულ დოკუმენტებსა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას.
მანამდე სექტა ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნეს და რუსეთში აკრძალეს.
2022 წელს, ექსტრემიზმის მუხლით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამავე მოძრაობის კიდევ ერთ ცნობილ წარმომადგენელს — სერგეი ტარასკინს, რომელიც თავს “სსრკ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს” უწოდებდა.