ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

21 წლის ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი თურქეთში დააკავეს

21 წლის ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი თურქეთში დააკავეს

21 წლის ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი თურქეთში დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული და ბიძაშვილის მიერ სასტიკად მოკლული 20 წლის ფატიმა ქერიმოვას მკვლელი ბიძაშვილი თურქეთში დაკავებულია, - წერს ბაირამოვა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირველად ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გაავრცელა.

როგორც მოგვიანებით ნათესავმა "პირველებს" განუცხადა, ქერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა.

ირკვევა, რომ 21 წლის ქალი თბილისში ივნისის დასაწყისში შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა, მოკლულის ახლობლების თქმით, ის მეგობარმა მამაკაცმა მალევე ქუჩაში დატოვა, რის შემდეგაც  ფატიმა ქერიმოვასს დის თქმით, საქართველოში მათი ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი მასთან საცხოვრებლად გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.