თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

 “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თინათინ ბოლოკაძე:
უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ. მოლდოვა 2028 წლისთვის წევრობის მიზანზე უკვე ღიად საუბრობს, რასაც რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი მხარს უჭერს.უკრაინა კი, ომის მიუხედავად, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აგრძელებს.
მოლდოვა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ზეწოლის, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე იდგა, დღეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე სწრაფად მიდის. ამ პროცესს უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები: 2025 წელს ევროკავშირმა მოლდოვასთვის დაამტკიცა დაახლოებით €1.9 მილიარდიანი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტი. ეს თანხები მიმართულია ეკონომიკური ზრდის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმებისკენ.
2026 წელს მხარდაჭერა გაგრძელდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. ევროკავშირმა დამატებით €120 მილიონი გამოყო მოლდოვას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც პუტინის ომის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება.
მოლდოვა ევროინტეგრაციის პროცესს ზუსტად ასახავს, ევროინტეგრაცია გულისხმობს რეალურ ინვესტიციას ხალხში, ეკონომიკაში და ქვეყნის უსაფრთხოებაში.
მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან, ჩვენთან, კი ძლიერ წვიმაზე გზები გვენგრევა, კორუფციის და ნეპოტიზმის გამო შადრევანმა შეიძლება ბავშვი იმსხვერპლოს, ქუჩაში ძალადობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა ნორმაა, ბავშვებს საჭმლის ფულს პარავენ მაღალჩინოსნები, ხალხს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ,1 კილო ხორცი 20 ლარი ღირს, მაგრამ სუპი აქვთ სუპსა სჭამენ და მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც