ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ ვუჩიჩი - პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე

ალექსანდრ ვუჩიჩი - პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.
„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და ის შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.