რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ორი დიდი ლოგისტიკური ცენტრი იწვის.
მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ რეგიონის მიმართულებით 600 დრონი მიფრინავდა, რომელთაგან 201 გაანადგურეს.
Astra-ს ანალიზის თანახმად, კოლედინოში Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი იწვის. ეს კომპანიის უდიდესი საწყობია, რომელიც 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს.
გარდა ამისა, მოსკოვის ოლქში, დომოდედოვოში, კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი იწვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა „ჩრდილოეთ დომოდედოვოს“ დახარისხებისა და ლოგისტიკური კომპლექსის №15 საწყობში. ეს არის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი A კლასის საწარმოო-ლოგისტიკური კომპლექსი.




