ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით შეტევა იყო

მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით შეტევა იყო

10 სექტემბერს, ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა სცადა, თუმცა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვამდე არ მიუშვეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დილით ტელეგრამით გამოაქვეყნა ცნობა, რომ 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის ქალაქებში: პოდოლსკში, რამენსკოეში, ლიუბერციში, დომოდედოვოსა და კოლომნაში.
ვორობიოვის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად რამენსკოეში ხანძარი გაუჩნდა ორ მრავალბინიან სახლს. გუბერნატორის ცნობით, დაიღუპა 9 წლის ბავშვი, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა დედაქალაქის ტროიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლის ტერიტორიაზე და აეროპორტ ჟუკოვსკის რაიონში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ჟუკოვსკის გარდა დროებით დახურეს ვნუკოვოს, შერემეტიევოს და დომოდედოვოს აეროპორტებიც.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2024 წლის ივლისიდან მოსკოვის და მოსკოვის ოლქის ხელისუფლებამ სულ მცირე სამჯერ განაცხადა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ.
ერთი წლით ადრე, 2023 წლის მაისიდან სექტემბრამდე მოსკოვზე დრონებით ათზე მეტი თავდასხმა იყო და არაერთი შენობა დაზიანდა.
2023 წლის 3 მაისს მოსკოვში ისიც კი განაცხადეს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ივლისსა და აგვისტოში, სულ მცირე, სამი შეტევა იყო მოსკოვი-სიტიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.
კრემლის მიერ კონტროლირებული მედია იუწყებოდა, რომ ამ დარტყმების შემდეგ, მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა დამატებითი საშუალებებით გააძლიერეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.