არქივი12 სექტემბერი, 2024, 08:37
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ კონოტოპზე

სულ მცირე 13 ადამიანი დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 12 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეტევა მიიტანეს კონოტოპის ენერგოობიექტებზე, სახლებზე და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებზე. ქალაქის მერის, არტიომ სემენიხინის ცნობით, კონოტოპს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.