ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია გაზპრომ ავიას ეკუთვნოდა. ის ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.