მოსკოვთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
სოციალურ ქსელებში ქვეყნდება დუბნას ცაში დრონების ფრენის, ასევე დაჯახების შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები.
„კრონშტადტის“ ქარხნის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო ტექნიკას.
ქალაქი დუბნა დედაქალაქ მოსკოვიდან 121 კილომეტრში მდებარეობს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 33 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს