ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომავალში, მე და მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ვიქნებით ერთ პარტიაში – ნიკა მელია

“მომავალში, მე და მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ვიქნებით ერთ პარტიაში”- განაცხადა ნიკა მელიამ 8 თებერვალს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას.
“ვუსურვებ, რომ პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს. არ ვარ მე მის (მიხეილ სააკაშვილის) პარტიაში. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში მომავალში. გულწრფელი პასუხია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება პოლიტპატიმრების ერას დასრულება და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ენმ-ში არ არიან,“ – თქვა მელიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.