„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“, და თან სხვა გზა არ აქვთ – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე

„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“, და თან სხვა გზა არ აქვთ – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე
„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“, და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად“ არ დარჩნენ” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
“ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი – რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული. მგონია, ეს მცდელობები მთლად სერიოზულად არ გამოიყურება“
ნიკა გვარამიას თქმით, პოლიტიკურ მომავალს ნაც.მოძრაობასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა