უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე

უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე
მე მგონია რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე, რაც პარტიაში ყოფნის პერიოდში შავდებოდა.
„არ შეიძლება უბრალოდ ასე მოხდეს, რომ მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც დააშავა რაღაც, იქ მყოფი ადამიანები, იმ პერიოდში, როდესაც რაღაც შავდებოდა, როდესაც გადიან ამ პარტიიდან და სხვა ახალი მოდის, რომ იმ ახალ ადამიანებს ჩამოეკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ის ვინც გავიდა, ასე ვთქვათ, ითვლებოდეს უპასუხისმგებლოდ,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
Next: ნიკა გვარამია შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს და დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს სჭირდა, მაგრამ ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე