“მოკლულია 10 ადამიანი” – პრაღაში მომხდარი სროლის გამო, ჩეხეთის პრემიერმა ყველა შეხვედრა გააუქმა

ჩეხეთის დედაქალაქში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ სროლას, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობითვე, დაშავებულია ათობით ადამიანი. შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია, – ამბობს პოლიცია.
“ყველაზე ფატალური სროლა ჩეხეთის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში” – ასე აფასებს საერთაშორისო მედია მომხდარს. მომხდარის გამო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე