ჩეხეთში, პრაღაში მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, გლოვის დღე გამოცხადდა

ჩეხეთის მთავრობამ, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
ღამით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 25 – დაშავდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე