არქივი21 დეკემბერი, 2023, 19:24
ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მომხდარი სროლის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრაღაში მომხდარი სროლის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
"თანაგრძნობას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ასევე, ვუსამძიმრებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და მთავრობას. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და თქვენთან ვართ ამ მწუხარების ჟამს", - წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.