ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, დაგვეხმაროს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში“ - ანტონიუ გუტერეში

„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას პირველად გამოვიყენე წესდების 99-ე მუხლი, მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, დაგვეხმაროს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში“, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტერეში წერს.
„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში პირველად, მე გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოვიყენე. ღაზაში ჰუმანიტარული კოლაფსის რისკის ფონზე, მე მოვუწოდებ საბჭოს, დაგვეხმაროს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში და მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს გუტერეში.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ გენერალურ მდივანს აქვს უფლება, უშიშროების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქციოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.