“მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს” | ფოთის და მცხეთის საკრებულოს ფრაქცია ენმ

“მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს”, – ამის შესახებ ს საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ამ მოთხოვნას ფრაქციის 4 წევრი, ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა უერთდება.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე,დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს. ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- ს განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და “ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, ამისათვის მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას, – წერს ცხვიტარია.
ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას უერთდება მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაც”:
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები”
კახაბერ წოწინაშვილი, გიორგი სარდლიშვილი, ვეფხო მილაძე. მივიჩნევთ, რომ ს პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი, ამას ამტკიცებს მათი ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მათ მიერ კრიზისის არაღიარება და დღეს გაკეთებულო განცხადებები, რომ არჩევნები ჩატარდება 2025 წელს. 2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში, პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში, შესაბამისად, ვითხოვთ, გადადგეს თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა შესაძლებელი, – წერს ფრაქცია.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდეს მ, ასევე, სხვადახვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა. მათ საპასუხოდ კი პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ “ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ ჩატარდება”.
იხილეთ:
· ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა | მუმლაძე
· “დაუყოვნებლივ გადადგეს ლევან ხაბეიშვილი” | ამბროლაურის საკრებულოს ფრაქცია ენმ
· ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
· ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან