ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ:
"ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების" ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას." ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები:
რამინი რობაქიძე
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე
იხილეთ ასევე:
· თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ;
· ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა | მუმლაძე;
· "მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს" | ფოთის და მცხეთის საკრებულოს ფრაქცია ენმ;
· "დაუყოვნებლივ გადადგეს ლევან ხაბეიშვილი" | ამბროლაურის საკრებულოს ფრაქცია ენმ;
· ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან;
· ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.