ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ს, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და 4 წევრი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” “დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს”.
„ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- ს განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება, რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ს პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ „ლევან ხაბეიშვილმა, აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია“.
როგორც ცნობილია, დღესვე ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისისა და ამბროლაურის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოუწოდეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქაცარავა: მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს