არქივი24 დეკემბერი, 2023, 08:28
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა, მძიმე ვითარებაა ყვარელში
სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - დაზიანებული სახლები, მოგლეჯილი ხეები და ჩახერგილი გზები. მძიმე ვითარებაა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც 20-მდე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელშიც, სადაც სტიქიის შედეგად, ცენტრალური გზები ჩაიხერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.