მიხეილ ყაველაშვილი – შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად

ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ“.
„ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში