ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა

ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა

ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.