არქივი7 იანვარი, 2025, 00:09
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან გამიჭირდა ჩემი გამოხმაურების დაწერა რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში წუხელ დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე

"ძალიან გამიჭირდა ჩემი გამოხმაურების დაწერა და საერთოდ აზრის ჩამოყალიბება რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში წუხელ დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე, რომელმაც ხუთი ანგელოზის სიცოცხლე შეიწირა.
ან რა უნდა ვთქვა, ან რითი შემიძლია გამოვხატო ჩემი სამძიმარი. სულით ხორცამდე შეძრული ვარ. მტერს არ ვუსურვებ მსგავს ტრაგედიას.
ღმერთმა გაანათლოს დაღუპული ბავშვების სულები. ვლოცულობ მათთვის," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.