არქივი20 იანვარი, 2025, 23:51
მიხეილ ყაველაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობით შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, „დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“.
„წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!”, - წერს ყაველაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.