ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი: მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო ტრამპის ინაუგურაციაზე

სალომე ზურაბიშვილი: მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო ტრამპის ინაუგურაციაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოსა და "მამაც ქართველ ხალხს" წარმოადგენს და მადლობას იხდის "ამ შესაძლებლობისთვის". მათ შორის, იგი მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალი დონის კონტაქტებისთვის.
"მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, ყველა მაღალი დონის კონტაქტის ხელშეწყობისთვის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას!
სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები თავიანთი ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მსვლელობით გამოდიან. აშშ-ს რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იგივეს?" - წერს იგი პლატფორმა X-ზე.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.