არქივი21 იანვარი, 2025, 11:36
დიდი იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობით შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას – ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას ულოცავს.
„ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.