მიხეილ სააკაშვილი – ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და საბოლოო გამარჯვების ადგილად

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილს განცხადებით, პროტესტი არ უნდა შენელდეს და კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
„ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე,საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.
ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად – არ დაგნებდებით! არ წაგართმევინებთ სამშობლოს!
არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად! არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!
საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომელთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!
ჩვენს ქვეყანას ისევ ჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია!
ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.
არათუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხთ მოძალადე რეჟიმს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)