არქივი27 ოქტომბერი, 2024, 22:39
“არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში არავინ არ უნდა შევიდეს.
“რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს.
ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“,- წერს სააკაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.