ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის - ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა

მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის - ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა

ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა მეთოდით.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, არჩევნების შედეგების დაცვისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი.
„ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკოს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად.
არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.
დიდი მადლობა ყველას ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ!
არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის. სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.
ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა.
ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით. ახლა არის მოქმედების დრო!“, - წერია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.