მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე – მაშინ საგადასახადო ბაზა შეუდარებლად მცირე იყო, მაგრამ ამ პატარა სეგმენტის გაფიცვამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს,ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად, გადასახადების გადახდაზე უარი თქვა.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ გაფიცვამ უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე.
„ცნობისთვის – 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. რა თქმა უნდა, მაშინ საგადასახადო ბაზა შეუდარებლად მცირე იყო, მაგრამ ამ პატარა სეგმენტის გაფიცვამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)