მიხეილ სააკაშვილი – აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც

გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია.
„გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.
ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის რისი სწავლა, ალბათ, შეუძლებელია, თუ თანდაყოლილი არ გაქვს, შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება,“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ