ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კარგი რა, ეკა, ხომ არ ბნელა, მართლა?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

“კარგი რა, ეკა, ხომ არ ბნელა, მართლა?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეკე ბესელიაზე საუბრობს.

"კარგია რომ ეკა ბესელიამ ინანა, რომ თავის დროზე მერაბ ტურავას დაუჭირა მხარი, ოღონდ ის გამოაცხადა წინა "რეჟიმის" მიერ დევნილად.

კარგი რა ეკა ხომ არ ბნელა მართლა? მერაბ ტურავა იყო შევარდნაძის დროის სუპერ კორუმპირებული მოსამართლე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სამართლიანად გააგდეს და "რეჟიმმა" კი არა, არამედ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ, რომელმაც არჩევნებით გადასცა ხელისუფლება ოლიგარქს.

ამ უკანასკნელმა კი მექრთამეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები თეთრ ცხენზე ამხედრებული დააბრუნა თანამდებობებზე და ვინც იყო ასეთი სხვადასხვა პოსტზე, ისინი დააწინაურეს.

ხალხს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ ქ-ნ ეკას ნამდვილად ემახსოვრება, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ჩემი ინიციატივით გადავიდა ბათუმში, თავმჯდომარე იყო გია პაპუაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და კომპეტენტური ადამიანი ვისაც იცნობს.

სწორედ ის ჩაანაცვლეს ტურავათი, ამიტომ თუ სინანულია - ბოლომდე გულწრფელი სინანული იყოს და არა სხვებისკენ ხელის გაშვერა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.