მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს – რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავში რომ ჩაჯდეთ და თბილისში ჩაფრინდეთ – ხალხი დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს, უკვე დაგავიწყდათ?

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევოკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
„რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა“, – წერს როთი X-ის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ევროპული ღირებულებების დასაცავად აწყობს.
„ხალხი იქ დემონსტრაციებს არა მეტი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ? – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა