ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაილ როთი - უნგრეთის მთავრობას სურს ევროკავშირის შიგნიდან განადგურება, რუსეთს - გარედან, მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ

მიხაილ როთი - უნგრეთის მთავრობას სურს ევროკავშირის შიგნიდან განადგურება, რუსეთს - გარედან, მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ

გვჭირდება ეროვნული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოეტერ სიიარტოს მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას.
მისი თქმით, უნგრეთმა და რუსეთმა არ უნდა მიაღწიონ მიზანს.
"უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს ევროკავშირის გარედან განადგურება სურს. მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ. სწორედ ამიტომ ახლა გვჭირდება ეროვნული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.