“შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! – მიხაილ როთი კობახიძეს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეს სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოში “ლიბერალური ფაშიზმის სრულიად აღმოფხვრაზე” ისაუბრა.
“საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს “ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც “კრემლის სტილში” უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!” – დაწერა მიხაილ როთმა თავის სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში “კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას” ბოლოს მოუღებდა:
“ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში” – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!