მიხაილ გალუზინი – რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

„ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ. ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი ჩვენს ქვეყანასთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაში მდგომარეობს“, – განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „ამჟამად, ორმხრივი კონტაქტები არ არსებობს“.

„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, დღეს ეს არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნის არქონაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია შევაფასო, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…