ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაილ გალუზიმი - თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა - ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

მიხაილ გალუზიმი - თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა - ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისზე "უპრეცედენტო გარე ზეწოლამ" და "ულტიმატუმებმა", რომ მოსკოვთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა.

„ხაზს ვუსვამ, რომ ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა“, - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს „საფუძვლად მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები უდევს“.

„ჩვენ, ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ. ნამდვილად, ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მივიჩნევთ ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გალუზინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.