არქივი5 იანვარი, 2024, 22:07
მიქაუტაძე საზეიმოდ წარადგინეს - "მეცი" თასიდან გამოვარდა
„კლერმონთან“ თასის 1/32-ფინალური საშინაო მატჩის წინ „მეცმა“ „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე წარადგინა, რომელსაც გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.
„მეცი“ დღევანდელ შეხვედრაში პენალტების სერიაში 1:3 დამარცხდა (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა) და გათამაშებას გამოეთიშა.
„მეცი“ 17 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 16 ქულით მე-14 ადგილზეა, 14 იანვარს „ტულუზას“ უმასპინძლებს და ალბათ, გიორგი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.