ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში ბრუნდება - პირობები ცნობილია

"აიაქსის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე "მეცში" 6 თვიანი იჯარით დაბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას Voetbal International-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა გარიგება შეათანხმეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.
გამოცემის ინფორმაციით, "მეცს" ქართველი ფორვარდის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" გასულ ზაფხულს, სწორედ ფრანგული კლუბიდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, "მეცი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.