ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

L'Equipe: მიქაუტაძე "მეცს" 14 იანვარს "ტულუზასთან" მატჩში დაეხმარება

გიორგი მიქაუტაძის "აიაქსიდან" "მეცში" სავარაუდო დაბრუნების შესახებ მორიგ ინფორმაციას ისევ "ეკიპი" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნება ახლოვდება. მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ და კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის უფლებაც იქნება გათვალისწინებული.
"მეცის" ძალისხმევის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი გუნდს 5 იანვარს "კლერმონთან" თასის მატჩში ვერ დაეხმარება, 14 იანვარს კი ლიგა 1-ის მე-18 ტურში "ტულუზასთან" ითამაშებს.
"მეცი" 16 ქულით მე-14 ადგილზეა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.