მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი.
ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ომის დასრულებასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, მაგრამ აუცილებელია ერთად ვიყოთ, არ მივცეთ რუსეთს მსოფლიოს გაყოფის, პარტნიორების გაყოფის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მიუნხენის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთა.
ამასთან, ერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი თებერვლის ბოლოს უკრაინას ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია