ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან

მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ტრამპის გუნდიდან უკრაინაში რამდენიმე ადამიანი ჩამოვა და ჩემს გუნდთან ცალკეული შეხვედრები, საუბრები იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე „უამრავი შეხვედრა ექნება, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან“.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.