მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს –

“ქართული ოცნების” მერვე ყრილობის საჯარო ნაწილი 14:00 საათზე, სასტუმრო “პარაგრაფში” დაიწყება. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს – “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს. მანამდე, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დელეგატებს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.
მმართველი პარტიის ყრილობამდე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
“მნიშვნელოვანი დღე გვაქვს პარტიას, მმართველ გუნდს – ჯერ პოლიტსაბჭო გაიმართება, შემდეგ ყრილობა, სადაც, ერთადერთი პრემიერობის კანდიდატურაა წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდი, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს.
მანამდე, მინდა, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის. ეს სამი წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა ისტორიული და გვირგვინი ეს იყო ევროინტეგრაციის პიკი, სადაც კანდიდატის სტატუსი ღირსებით და დამსახურებულად მივიღეთ.
გრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ახლა უკვე ირაკლი კობახიძის მეთაურობით და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ,” – აღნიშნა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება