რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს სრული მხარდაჭერა აქვს და გუნდი ერთიანია – კახა კალაძე

როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით