სანდრო ბრეგაძე: ეს მამამისის, გია კობახიძის ყოფილი თანამებრძოლები, ყოფილი პუტჩისტები, ირაკლი კობახიძეს ემორჩილებიან და არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან …

“ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, .

– ბატონო სანდრო, მოდით, ს პოლიტიკაში დაბრუნებით დავიწყოთ საუბარი. რაც თქვა, გასაგებია, მაგრამ რაც არ თქვა, ის არის საინტერესო. თქვენ რას ელით მისგან?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ გამოთქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, არამართებულად მიმაჩნია, რადგან არ ვთვლი, რომ ის პოლიტიკიდან როდესმე წასული იყო და ხელი აღებული ჰქონდა ქვეყნის მართვაზე. ახლა ჩვენ თუ  გვსურს, რომ თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერეოდა სახელმწიფოს მართვის საქმეებში,  ეს სხვა თემაა. ყველა უმთავრესი, კარდინალური გადაწყვეტილებები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში თანხმდებოდა  ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის რეალობა. სხვათაშორის, ეს ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა  ივანიშვილზე ჭკვიანი  და გამოცდილი  კაცი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ლიდერები მას რჩევას ეკითხებოდნენ.

რატომ მალავდნენ ამას და რატომ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე არ იყო, ეს ჩემთვის გაუგებარია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მიღებულია, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტები კონსულტანტებად მუშაობენ თავიანთ პარტიებში. მაგალითად, ჰენრი კისინჯერი წლების განმავლობაში სახელმწიფო საქმეებს აკეთებდა, ექს–პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელსაც პირადად შევხვდი თბილისში  1991 წელს, ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის კონსულტანტი იყო და თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად იყო ჩამოსული. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრისას მეც მომიწია მასთან შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი  ზარქუამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი აქტიური კაცია და მისთვის ფუნქცია ხომ უნდა მიგვეცაო. ის იგულისხმა, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. კარგად ვიცინე ზარქუას ამ სიტყვებზე. ზარქუა რომ იტყვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფუნქცია უნდა მიგვეცა პარტიაშიო. იმ პარტიაზეა ლაპარაკი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა 2012 წელს, იქიდან მოყოლებული აფინანსებს და დღემდე რჩება მის ერთ–ერთ დამფუძნებლად. ისეთი რამე მაინც თქვას, რომ ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს. ზარქუას დასამადლებელი და ფუნქცია მისცემი რა სჭირს ბიძინა ივანიშვილს? „ქართული ოცნების“ გუნდში მაინც შეიქმნა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები. თუნდაც, ეს ზარქუები, ები,  სხვა და სხვა კლანური დაჯგუფებები.

მაგალითად, ს პარლამენტში თავისი გუნდი ჰყავს შექმნილი ყოფილი „ედეპეშნიკებისგან“, ყოფილი პუტჩისტებისგან, იმ ხალხისგან, რომელთაც ზვიად გამსახურდია დაამხეს და მერე მის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს მამამისის, გია კობახიძის ყოფილი თანამებრძოლები არიან, შარმანაშვილი, ქადაგიშვილი და კიდევ არის რამდენიმე ეროვნულ დემოკრატიული პარტიის (ედპ)  ყოფილი წევრები. მე ვფიქრობ, რომ ედპ, გია ჭანტურიას მეთაურობით,  იყო მოღალატეობრივი ორგანიზაცია, რომელმაც ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან ერთად, საქართველოს დაქცევაში,  სამეგრელოს აოხრებაში, ს დაკარგვაში, საქართველოს გაყიდვაში, მიიღო მონაწილეობა.

შარმანაშვილი, ქადაგიშვილი და კიდევ სხვები, ირაკლი კობახიძეს ემორჩილებიან და არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან კობახიძის მოყვანილები არიან პარლამენტში. სხვათაშორის, „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან, ერთადერთი ა, რომელსაც არ ჰყავს თავისი დაგჯუფება პარლამენტში, ის მთლიანად ბიძინა ივანიშვილთან არის ასოცირებული. ამავე დროს შემიძლია ერთი რამ გითხრათ,  რატომ  მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დეკლალირებულად გამოჩნდა პოლიტიკაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია და ეს  თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დაახლოებით 4 თვის წინათ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა  კონტრაქტს სერიოზულ პიარ–ჯგუფთან. ეს არის ძლიერი  ებრაული კომპანია, რომელსაც მოშე კლუგჰაფტი ხელმძღვანელობს და ს საპრეზიდენტო  საარჩევნო კამპანიას წარმართავდა. ახლა რომ ჩამოვიდნენ ამ ჯგუფის წარმომადგენლები,  მათ ბიძინა ივანიშვილმა  მოსთხოვა, „ქართული ოცნების“  ბოლო 3–4 თვის პერიოდის მდგომარეობა შეესწავლათ და დაედოთ მისთვის ამის შესახებ ანალიტიკური მასალები. ასევე, დაედოთ მისთვის „ქართული ოცნების“ პერპექტივა 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან მაქვს ეს ინფორმაცია. შედეგები იყო კატასტროფული, მძიმე სურათი, თუ რა მდგომარეობა იყო მის პარტიაში და მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებაში. ამ დასკვნის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ღიად არიან დაპირისპირებულნი ისეთი კოლოსალური ძალები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში არიან და რომლებიც არ მალავენ ანტიპათიას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. როდესაც ეს საკმაოდ ცუდი სურათი დაუდეს ივანიშვილს, ერთადერთ გამოსავლად დასახელდა მისი უკვე ღიად გამოჩენა პოლიტიკაში, რათა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით  მოხერხდეს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება და ამ კლანური დაპისისპირებების შეჩერება „ქართულ ოცნებაში“. ანუ, სხვა გამოსავალი ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა, გარდა პოლიტიკაში ღიად გამოჩენისა და პარტიის საარჩევნო კამპანიის სათავეში ჩადგომისა.