ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ "სითი მოლის" მფლობელ კომპანიას შაორის მიმდებარედ 2,246 კვ/მ 49 წლის აღნაგობით გადასცა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, IG Development-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია "სითი დეველოპმენტს" რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 2,246 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცა. განკარგულების თანახმად, კომპანიამ მიწით სარგებლობისთვის წლიურად 7,900 ლარი უნდა გადაიხადოს.
IG Development-მა რაჭაში სასტუმროს პროექტის განვითარებისთვის 29,693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ჯერ კიდევ 2022 წელს შეიძინა. სავარაუდოდ, კომპანიისთვის აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთი სწორედ სასტუმრო კომპლექსის განვითარების პროექტის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
BMGTV-ის გადაცემა რედაქტორის ეთერში IG International-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ განაცხადა, რომ პროექტის განვითარებისთვის კომპანია $20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს.
"შაორზე არსებული სილამაზე საქართველოში არ მეგულება. წარმოშობით რაჭიდან ვართ და ვფიქრობ, სწორედ ამ სენტიმენტებმა გადამაწყვეტინა ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ. 120-ნომრიანი სასტუმრო, თავისი გადაკიდებული აუზებით, რესტორნებით, რაც ცოტა დიდი სიამოვნებაა. შესაბამისად, ამ ინვესტიციას უფრო სხვაგან ჩავდებდი, რომ არ ყოფილიყო სენტიმენტური ბმა.
მინიმუმ 20 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვგეგმავთ. ეს ჩვენი პირველი პროექტი იქნება სტუმარმასპინძლობის სექტორში და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთან ვთანამშრომლობთ, რათა სასტუმროს კონცეფცია შევიმუშაოთ“, - აღნიშნავს მინდია საბანაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.