ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მთავარის" ინფორმაციით, თბილისში მოკლული სამხედრო ლადა გუჯეჯიანია | დაკავებულიც, სავარაუდოდ, სამხედროა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში მოკლული 42 წლის სამხედრო, ლადა გუჯეჯიანია. ის 26 დეკემბერს, წულუკიძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, 40 წლამდე კაცმა მოკლა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე სამხედროა.

არსებული ინფორმაციით, გუჯეჯიანი სახლიდან გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლეს. მიყენებული ჭრილობებით ის ადგილზე დაიღუპა.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა ეჭვიანობას უკავშირდებოდეს.
მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.