არქივი27 დეკემბერი, 2023, 05:23
თბილისში ღამით კაცი მოკლეს | მოკლული, სავარაუდოდ, სამხედროა
თბილისში, გვიან ღამით, მკვლელობა მოხდა - მოკლული კაცი, სავარაუდოდ, სამხედროა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის ადგილზე დაიღუპა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვლაზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.